ეკა ბესელია - ერთადერთი, რაც ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული
ეკა ბესელია - ერთადერთი, რაც ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული

ვინც ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მმართველი პარტიისთვის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის დადებითია, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, ეს უმძიმესი, უმკაცრესი და ძალიან კრიტიკული შეფასებებია, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი, რაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გაკრიტიკებული არ აქვს, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია, დანარჩენი ყველაფერი კი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული.

„გაკრიტიკებულია გამოცდების ნაწილი, ასაკი, კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შერჩევის ეტაპზე. ასევე ფარული კენჭისყრა, რომელიც გამორიცხავს დასაბუთებას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური დასაბუთება ყველა კანდიდატის შემთხვევაში. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი. გაკრიტიკებულია მთლიანად პროცესი და პირდაპირ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიც არის ჩიხში შეიძლება შევიდეს კენჭისყრის პროცესი და და აქედან გამოსავალი დანახული არ არის. ასევე გაკრიტიკებულია ინფორმაციის მოპოვების პროცესი და მითითებულია, რომ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა იყო ხელმისაწვდომი პარლამენტისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს ირჩევს. გაკრიტიკებულია ის, რომ პროცედურების ნაწილშიც არ არის სიცხადე შეტანილი და ასევე მითითებულია, რომ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში უნდა იყოს დეტალურად და კარგად გაწერილი პროცედურა, შერჩევა რა პროცედურით უნდა მოხდეს. ყველა პრინციპი, ყველა კრიტერიუმი და ყველა ეტაპი რაც ამ კანონპროექტშია, შემოთავაზებულია ახალი ვერსია რეკომენდაციების სახით“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ყველაზე მძიმე ნაწილი არის ის, რასაც ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ნაწილი უწოდა.

„სწორედ ეს პოლიტიკური ნაწილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული. როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესოდენ დაბალი ნდობა აქვს, ანუ საზოგადოების, პოლიტიკური წრეების და სამოქალაქო სექტორის ნდობა არ აქვს, პარლამენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ ყველა მოსამართლე არ აირჩიოს ამ ეტაპზე და ახალმა პარლამენტმა მოახდინოს იმ მოსამართლეების არჩევა, რომელიც შეიძლება არჩეული იყოს გამართული პროცედურებით. პირადად მე ასეთ მკაცრ დასკვნას არ ველოდი. ეს ყალბი გულდამშვიდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. მმართველ პარტიას მივმართავ, ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.