ეკა ბესელია - ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისას ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული
ეკა ბესელია - ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისას ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქვეყნისთვის სტაბილურობისა და ერთიანობის იდეა, ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების დროსაც ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, – აცხადებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სახელისუფლებო გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ საკითხზე აჩქარება არ არის სასურველი და ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს.

„როდის დასახელდება და ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, ბუნებრივია, ამას თავისი დრო აქვს. არც ისე დიდი ხანია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და შესაბამისად,  კანდიდატზეც, ჩვენს გეგმებზეც, თავის დროზე ბუნებრივია ვისაუბრებთ”, – აცხადებს ეკა ბესელია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სასურველი კანდიდატი ოპოზიციისთვის, ეკა ბესელიას თქმით, შესაძლებელია გარკვეული ჯგუფებისთვის იყოს, შესაძლებელია – არა. 

„ვისთვის, როგორ… თავს შევიკავებდი ასეთი პროგნოზებისგან, რადგან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და ქართულ პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები და რაც მე ამ პოლიტიკურ სივრცეში ვარ საკმაოდ დიდი ხანია, ძალიან კარგად ვიცი, რამდენად რთულია ხოლმე ზოგადად გაერთიანება ერთი კანდიდატის ირგვლივ. ამიტომ ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქვეყნისთვის სტაბილურობის და ერთიანობის იდეა, ამიტომ კანდიდატის დასახელების დროსაც ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული”,- აცხადებს ეკა ბესელია.