ეკა ბესელია - ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ირაკლი კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
ეკა ბესელია - ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ირაკლი კობახიძე გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა

ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით, თუ არა და აი, გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ, ასეთი ტონით ისაუბრონ, ამის პასუხს მიიღებს ჩემს ბოლო დასკვნაში. ამ ნაბიჯების შემდეგ პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც. ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ თუ ბოროტებას სჩადიოდა, დღეს კეთილად გასხივოსნდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით, დღესაც ვერბრძვით. სულ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“. გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ასე ილაპარაკოს ჩვენი მისამართით. რატომ არ აქვს მორალური უფლება, კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონსენსუსი, რომელიც დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს“.