ეკა ბესელია - ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ ნაბიჯი გადადგას წინ
ეკა ბესელია - ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ ნაბიჯი გადადგას წინ

ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებების მიმართულებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შიდა სტრუქტურების გაძლიერებაზე მუშაობს, რასაც უნდა მოჰყვეს იმ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს აწუხებს.

„ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი წინ. ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები საკადრო კუთხით არ არის დაგეგმილი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შიდა მენეჯმენტზე, ჩვენი შიდა სტრუქტურების გაძლიერებაზე. ვსაუბრობთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ამ პროცესს უნდა მოყვეს, რათა სწრაფად გადაწყდეს, რაც ხალხს აწუხებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.