ეკა ბესელია - ბუტა რობაქიძის ოჯახი დიდი ხანი ელოდა მართლმსაჯულების აღსრულებას
ეკა ბესელია - ბუტა რობაქიძის ოჯახი დიდი ხანი ელოდა მართლმსაჯულების აღსრულებას

სამართლის აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიდი ხანია, ბუტა რობაქიძის ოჯახი მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდება, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატმა რობაქიძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დედას ერთადერთი უდანაშაულო შვილი მოუკლეს. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია. ამდენი წელი გავიდა და სამართალს ეძებდა ოჯახი. სამართლის აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთი შედეგი დადგა. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მსურს, ვანუგეშო. წლების განმავლობაში გამოჩენილი სიმტკიცისთვის განსაკუთრებით მინდა, გამოვხატო ჩემი თანადგომა ბუტა რობაქიძის მშობლების მიმართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები  – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.