ეკა ბესელია - ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტს ქვეყნისთვის პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი აქვს
ეკა ბესელია - ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტს ქვეყნისთვის პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი აქვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებამ იმ შეფასების დოკუმენტებს უნდა შეხედოს, სადაც ევროპული სტრუქტურები საქართველოს მაღალი ნიშნულით აფასებენ.

ეკა ბესელია ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის აღნიშნულ ვიზიტს, შეხვედრებს პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი აქვს.

„ამ ფორმატში საქართველოსთვის შეთავაზება უნიკალურია და განსაკუთრებული ხაზგასმაა სწორედ იმ აღიარების, რასაც ამ დღეების განმავლობაში ევროპარლამენტარების მხრიდან ვისმენდით, რომ საქართველომ რეგიონში საუკეთესო მაგალითი აჩვენა იმის, როგორ ისწრაფვის ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისა და ინტეგრაციისთვის. ცალკეული კითხვები სახალხო პარტიის მხრიდან იყო, რომელთაც კავშირი „ნაციონალურ
მოძრაობასთან“ აქვთ, ეს ახალი არ არის და ჩვეულებრივი ამბავია”, – განაცხადა ბესელიამ.