ეკა ბესელია - არავის გვიკვირს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ და ძალადობის სცენარზე ფიქრობს
ეკა ბესელია - არავის გვიკვირს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ და ძალადობის სცენარზე ფიქრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს.

ამასთან, მისი თქმით, არავის უკვირს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე ფიქრობს.

„ამ ჩანაწერის შინაარსის ნამდვილობაც ალბათ გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და დაადასტუროს. შესაბამისად, საუბარი და მსჯელობა მის ავთენტურობაზეც იქნება. თავისთავად ის, რომ ეს ძალა რევოლუციურ და ძალადობის სცენარზე ფიქრობს, ბუნებრივია, არავის გვიკვირს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.