ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

14:15, 01.02.2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ბესელია ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც დაესწრო.

განხილვის მთავარი თემა სასამართლო სისტემა იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა უნდა მოხდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. მათი განცხადებით, სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

მსგავსი