ეკა ბესელია - არ მინდა, საქართველოში ვიხილო ძალადობითა და რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა
ეკა ბესელია - არ მინდა, საქართველოში ვიხილო ძალადობითა და რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა

ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, კანონიერი გზით და რაც შეიძლება მშვიდობიანად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მე არ ვარ ძალადობრივი და რევოლუციური მეთოდების მომხრე და არასდროს მინდა ვიხილო საქართველოში სცენარი, სადაც შეიძლება, ძალადობითა და რევოლუციით შეიცვალოს ხელისუფლება. ხალხმა უნდა გამოიყენოს ყველა კონსტიტუციური უფლება, რათა შეცვალოს რეალობა, რომ აირჩიოს, ვინც უნდა. ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, კანონიერი გზით და რაც შეიძლება მშვიდობიანად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.