ეკა ბესელია - არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა
ეკა ბესელია - არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა

ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და იმ საკითხებზე პრინციპული პოზიციების დემონსტრირება, რომლებიც ხალხისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ინსტიტუტების რეიტინგს შეეხებოდა.

ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობის განმაპირობებელი სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მსგავსი პოზიცია გახდა.

„მე არ მიკვირს პარლამენტის მიმართ უარყოფითი განწყობა. პარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის მთავარი როლი, რაც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა ჰქონდეს. ეს მე ყველაზე მეტად მაწუხებს.

პარლამენტი – ეს არის მაკონტროლებელი ორგანო და ის, რომ პარლამენტი დღეს სუსტად გამოიყურება, ვფიქრობ არის იმის მიზეზი, რომ ბოლო ორი წელი ძალიან მნიშვნელოვნად შეასუსტა პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და იმ საკითხებზე პრინციპული პოზიციების დემონსტრირება, რომლებიც ხალხისთვის ყველაზე მტკივნეულია. მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ ნეგატიური განწყობის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი