ეკა ბესელია - არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილის ყველა ქმედება საარჩევნო ჭრილში იყოს განხილული
ეკა ბესელია - არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილის ყველა ქმედება საარჩევნო ჭრილში იყოს განხილული

არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის სასახლეზე უარის თქმა და უფრო მოკრძალებულ, შესაბამისს შენობაში პრეზიდენტის ყოფნა სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა იყოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევა “ქართული ოცნების” საფირმო ნიშანია, მეტისმეტად უსამართლო და არასწორი შეფასებაა.

„არ ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იმ შენობასთან არ იქნება გაიგივებული, ეს სახელმწიფო ინსტიტუტის თემას შეურაცხყოფს. თუ პრეზიდენტი ამ კატეგორიებით მსჯელობს, მაშინ გასაგებია, მაგრამ ჩვენი მხრიდან ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა არც ერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა.

საპრეზიდენტო საარჩევნო წელია და არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილის მხრიდან ყველა განცხადება, ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება განხილული საარჩევნო ჭრილში იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.