ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის ეზოში გაიმართოს
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის ეზოში გაიმართოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართოს.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ინაუგურაციის პარლამენტში გამართვის იდეა კარგია.

„შესაძლებელია, ეს ადგილიც განვიხილოთ, რადგან ინაუგურაცია ერთხელ უკვე იყო. მსგავსი პრაქტიკა გვქონდა. ერთ-ერთი კარგი იდეაა, მაგრამ საორგანიზაციო პროცესში ჩართული არ ვარ“, – განაცხადა ბესელიამ.

პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ორ ადგილს განიხილავენ. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობაში მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში ან პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზოში გაიმართოს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.