ეკა ბესელია - აფგან მუხთარლის განცხადებები ცილისწამება და ბრალდებაა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა
ეკა ბესელია - აფგან მუხთარლის განცხადებები ცილისწამება და ბრალდებაა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებები, რომელიც გახმოვანდა პრემიერ-მინისტრისა თუ ყოფილი პრემიერისა და მთავრობის მიმართ, აბსოლუტური სიცრუეა.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ინფორმაციას რეალობასთან შეხება არ აქვს და პირდაპირი ცილისწამებაა.

„კიდევ ერთხელ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს შეთქმულების იდეა და ბრალდებაა, რომელიც გახმოვანდა პრემიერ-მინისტრისა თუ ყოფილი პრემიერის და მთავრობის მიმართ, ეს იყო აბსოლუტური სიცრუე. რა თქმა უნდა, არავითარ რეალობასთან არა აქვს შეხება ამ ინფორმაციას, ეს გახლდათ პირდაპირი ცილისწამება და ბრალდება, რომელსაც სამწუხაროდ, მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა. ამიტომ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის ეს არანაირ კავშირში სიმართლესთან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.