ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტრადიციებზე საუბარი ისეთივე სასაცილოა, როგორც „ვირი და კრიალოსანი“
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტრადიციებზე საუბარი ისეთივე სასაცილოა, როგორც „ვირი და კრიალოსანი“

ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილს განცდა გაუჩნდა, რომ „ლურჯი მელიასავით“ ფერი შეიცვალოს და იდენტობის თვალსაზრისით ასოცირებული გახდეს ტრადიციებთან და ფასეულობებთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფერის შეცვლა ვერ გამოვა.

„ეს ისეთი სასაცილოა, როგორც „ვირი და კრიალოსანი“. მისი მხრიდან მცდელობაა, კოსმეტიკით თქვას, რომ ის არ არის, ვინც ცხრა წლის შემოქმედი იყო. ე.წ. სვეცკები ვინ არიან, ამის გამოცნობა შეგვიძლია მისი ბოლო თავდასხმებიდან გამომდინარე“, – დასძინა ეკა ბესელიამ.