ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, რეფორმის განხორციელების პროცესში მას ზარდიაშვილი თხოვნებით მიმართავდა.

„კონკრეტული თხოვნებით და კონკრეტული ლობისტური წინადადებებით მოვიდა, როცა 2017 წელს სასამართლო რეფორმა დავიწყე. იმ წინადადებებით მოვიდა, რაც მოსამართლეთა ჯგუფს უნდოდა, რეალიზებული ყოფილიყო და რაც ვერ მიიღეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.