ეკა ბესელია - აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა
ეკა ბესელია - აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა

აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

„არ არის მოთხოვნა დაყენებული ამ ფორმით და კომიტეტმა ჩათვალა, რომ სრულიად დამაჯერებელია ინფორმაცია, რომ გამოძიება განახლდა. ამავე დროს, საკანონმდებლო ცვლილებები იყო განხორციელებული, რომელიც ეხება მათ შორის საგამოძიებო უწყების, პროკურატურის დამოუკიდებლობას. ასევე, ინიცირებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში ამ ნორმების გამოყენებას ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ჩადენილია სამოხელეო დანაშაული. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩანაწერები, რომელიც შეიძლება აღბეჭდილი იყოს ვიდეოკამერაზე, ინახებოდეს უფრო მეტი ხნით, ვიდრე დღეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ანუ ამ ზომების მიღების თაობაზე ინფორმაცია ჩაითვალა, რომ იყო დამაჯერებელი და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც არის ლოგიკური“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.