ეკა ადამია - ქვეყანაში ხუთი ათას საწოლამდეა მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება
ეკა ადამია - ქვეყანაში ხუთი ათას საწოლამდეა მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება

ქვეყანაში ხუთი ათას საწოლამდეა მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში შვიდი ათასამდე შეიძლება გაიზარდოს საწოლების რაოდენობა.

„ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია, თითქმის ხუთი ათასი საწოლი და ასევე, საჭიროების შემთხვევაში გააქტიურების გეგმაც გვაქვს. შვიდი ათას საწოლამდე შეიძლება გავზარდოთ უახლოეს დღეებში. თუმცა, თავისუფალი საწოლები რაოდენობა ჩვენ გვიფიქსირდება, როგორც დილის შემოწმებაზე, ასევე საღამოს შემოწმებაზე, ანუ რეალურად ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად არის. 200, 300, 500 საწოლიც არის თავისუფალი. პაციენტთა უმრავლესობა არის მსუბუქი მიმდინარეობის კოვიდის მქონე და რეალურად ისინი სტაციონარში მოთავსებას არ საჭიროებენ. კლინიკას საჭიროებს მძიმე ფორმის, საშუალო მიმდინარეობის სიმძიმის კოვიდის მქონე, რომელსაც შეიძლება შესაძლო გართულების რისკი ჰქონდეს და ამდენად საწოლბრუნვა და დაყოვნება საწოლზე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ვადევნებთ“, – განაცხადა ადამიამ.

დატოვე კომენტარი