„ეარ ფრანსის“ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან მუმბაიში მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო ირანში დაეშვა
„ეარ ფრანსის“ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან მუმბაიში მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო ირანში დაეშვა

ეარ ფრანსის“ თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან მუმბაიში მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო ირანში დაეშვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, სამგზავრო თვითმფრინავი ისპაჰანის აეროპორტში დაჯდა.

ეარ ფრანსის“ ინფორმაციით, საჰაერო ხომალდს ირანში დაშვება, სავინტილაციო სისტემაში არსებული პრობლემის გამო მოუხდა.