„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ფოთის საზღვაო ნავსადგური ტვირთების მომსახურებას კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ფოთის საზღვაო ნავსადგური ტვირთების მომსახურებას კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ბიზნესუწყვეტობის მოქმედი გეგმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოთის პორტი კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას.

კომპანია ასევე პორტში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს განმარტავს.

„ფოთის საზღვაო ნავსადგური, კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან, კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საოპერაციო მოცულობა და ხელმისაწვდომობა, რათა მიწოდების ჯაჭვმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა.ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ, იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე.  ისინი უზრუნველყოფილნი არიან FFP3 ტიპის ნიღბებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებებითა და მიღებული აქვთ სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება მათი გადანაწილება სივრცესა და საქმიანობაში, რათა შეიქმნას მაქსიმალური იზოლაცია“, – აცხადებს კომპანია.

ასევე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, ყველა მომხმარებელი, რომელსაც უხდება უშუალო ფიზიკური კონტაქტი ნავსადგურის თანამშრომლებთან, ინფორმირებული არიან უსაფრთხო დისტანცირების მოთხოვნის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ მუდმივად აქვს კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და განუხრელად იცავს მის და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტრუქციებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით“, – ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.