ეიფელის კოშკზე აძრომის მცდელობისას დაკავებული რუსი მიგრანტი აღმოჩნდა
ეიფელის კოშკზე აძრომის მცდელობისას დაკავებული რუსი მიგრანტი აღმოჩნდა

ეიფელის კოშკზე აძრომის მცდელობისას დაკავებული რუსი მიგრანტი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფრანს 24“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი 20 მაისს მოხდა. რუსი მიგრანტი ეიფელის კოშკზე აძვრა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ამის გამო, ეიფელის კოშკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ფრანგული მედია წერს, რუსეთის მოქალაქე სუიციდისკენაა მიდრეკილი. მისი ვინაობა უცნობია.

პოლიციამ გამოძიება კულტურის ძეგლის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის მუხლით დაიწყო.