ეიფელის კოშკის ირგვლივ ტყვიაგაუმტარი შუშა აღიმართება

14:41, 16.06.2018

ეიფელის კოშკის ირგვლივ ტყვიაგაუმტარი მინის კედელი აღიმართება. გადაწყვეტილება ქალაქის მუნიციპალურ მთავრობაში ტერორისტული აქტების პოტენციური საფრთხის გამო მიიღეს.

კედელი სიმაღლეში სამი მეტრი იქნება, სისქით კი, 5 სანტიმეტრი.

126 წლის წინ აგებული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღეს. მინის ბარიერის ინსტალაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და ივლისში დასრულდება.

ამერიკული მედია ABC-ის ინფორმაციით, ტყვიაგაუმტარი მინის კედლის აშენება 40 მილიონი ევრო დაჯდება.

მსგავსი