„ეიბისი ნიუსის“ წამყვანი ჯორჯ სტეფანოპოულოსი კორონავირუსით დაინფიცირდა
„ეიბისი ნიუსის“ წამყვანი ჯორჯ სტეფანოპოულოსი კორონავირუსით დაინფიცირდა

„ეიბისი ნიუსის“ წამყვანი ჯორჯ სტეფანოპოულოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სტეფანოპოულოსი „დილა მშვიდობისა ამერიკას“ წამყვანია. როგორც  სტეფანოპოულოსმა გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს.

„არ მქონია ცხელება, სურდო, თავის ტკივილი, სიცხე, სუნთქვის გართულება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა სტეფანოპოულოსმა.

ამასთან, წამყვანის მეუღლეს, ალი ვენტვორსს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა.

დატოვე კომენტარი