„ეიბისი ნიუსი“ – აშშ და ირანი ბირთვულ საკითხებზე ტექნიკურ მოლაპარაკებებს აგრძელებენ

10:49, 10.07.2026

აშშ და ირანი ბირთვულ საკითხებზე ტექნიკურ მოლაპარაკებებს აგრძელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

„შეერთებული შტატები კვლავ ცდილობს გამოსავლის პოვნას. ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მისივე განმარტებით, ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. ოფიციალური პირის თქმით, ირანის ქმედებები შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების „მიუღებელ დარღვევად ფასდება“.

„ირანის თავდასხმები ამ უდანაშაულო გემებზე ტერორისტული აქტებია“, – აღნიშნა წყარომ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ირანში ათეულობით ობიექტზე იერიში მიიტანა. ვაშინგტონის განცხადებით, ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტის მახლობლად კომერციულ გემებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიაზე. თეირანმა საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ამასთან, ირანში ცრუ ბრალდება უწოდეს კომერციულ გემებზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას.

მსგავსი