ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს
ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Oracle Advisory Group-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 63 ადგილს მოიპოვებს, რაც ამჟამინდელ მანდატებზე ექვსით ნაკლებია.

ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორია.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პირველად 15 წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობდა ოპოზიციური პარტია „მუსავატი“, რომელიც მანამდე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა. ჯერჯერობით უცნობია, მოიპოვებს თუ არა ის პარლამენტში ადგილებს.