ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)
საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) კანდიდატები ლიდერობენ, რომლის სიის სათავეშიც ჯორდან ბარდელაა. წინასწარი შედეგებით, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსი“, რომლის კანდიდატთა სიის სათავეში ვალერი ჰეიერია, 15,2%-ით მეორე ადგილს იკავებს.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რაფაელ გლუკსმანის მეთაურობით სოციალისტებმა 14 პროცენტი დააგროვეს. ერიკ ზემორის ულტრამემარჯვენე „რეკონკისტამ“ 5,5% მიიღო, ხოლო მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ (LFI) – 8,3%. მწვანეებმა მხოლოდ 5,2% დააგროვეს.
საფრანგეთში აქტივობა დაახლოებით 51% პროცენტი იყო, რაც მცირედით აღემატება 2019 წლის მონაცემს.