ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ხმების 87,6%-ით ლიდერობს

ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა.

ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი. ეგზიტპოლის თანახმად, ანა კანაპაცკაიამ მიიღო 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ – 1,2% და სერგეი სირანკოვმა – 2,7%.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.