ეგზიტპოლის მიხედვით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმათა 82,71% მიიღო
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც ELS-მა ჩაატარა.
ეგზიტპოლის შედეგის თანახმად, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმათა 82,71% მიიღო.
17:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70-მა პროცენტმა მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 426 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.