ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა ხმათა 28.1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი 23.3 პროცენტი
საფრანგეთში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხმების 28.1 პროცენტი აქვს, მის მთავარ კონკურენტს, მარინ ლე პენს კი 23.3 პროცენტი.
შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ეგზიტპოლების მიხედვით, 20.1 პროცენტით მესამე ადგილზეა ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი. მეოთხე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე, ანტიმიგრციული განცხადებებით ცნობილი ერიკ ზემური, რომელსაც ხმების 7.2 პროცენტი აქვს. მეხუთე ადგილზე კი „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ქალი კანდიდატი ვალერი პეკრესია ხუთი პროცენტით.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
დღეს გამართულ არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა.