ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის შვილი ჰოსპიტალში გულის შეტევით გარდაიცვალა
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის შვილი ჰოსპიტალში გულის შეტევით გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის შვილი კაიროს ჰოსპიტალში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

24 წლის აბდულა მორსის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიას მორსის ოჯახმა დაუდასტურა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აბდულა მორსი ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ყველაზე პატარა შვილი იყო. ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მოჰამედ მორსი მიმდინარე წლის ივნისში, სასამართლო დარბაზში დაიღუპა. მოჰამედ მორსის მმართველობა ერთ წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა და ეგვიპტის არმიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, აბდელ-ფატა ალ-სისიმ დაამხო.