ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში პალესტინისა და ღაზის სექტორის მხარდამჭერი აქციები იმართება
ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში პალესტინისა და ღაზის სექტორის მხარდამჭერი აქციები იმართება

ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში პალესტინისა და ღაზის სექტორის მხარდამჭერ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ათასობით ადამიანია შეკრებილი კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, დემონსტრაციები ტარდება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.

„სიენენის“ ჟურნალისტმა, რომელიც ადგილზე იმყოფება, განაცხადა, რომ სპეცრაზმმა შეძლო ხალხის უკან დახევა თაჰრირის მოედნიდან ბაბ ელ ლუკის მოედანზე.

მანამდე, ეგვიპტის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდეს ხალხს ეგვიპტეში პალესტინელების მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლებისკენ.