ეგვიპტის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეგვიპტისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე შეთანხმდნენ
ეგვიპტის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეგვიპტისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე შეთანხმდნენ

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამე შუქრის და ისრაელელ კოლეგა იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი შედგა. ეგვიპტის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრები რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე შეთანხმდნენ.

„მინისტრებმა ისაუბრეს პალესტინურ და ისრაელის მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და რეგიონში დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით სტაბილური პოლიტიკური კლიმატის შექმნის მნიშვნელობის შესახებ“, – ნათქვამია ეგვიპტის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მხარეებმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მათ შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობების არსებობა და შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი საუბრები უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

ისრაელისა და ეგვიპტის დიპლომატებმა აქვე გამოთქვეს სურვილი, განმტკიცდეს მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების პოტენციალის გაზრდის კუთხით.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა ელ-სისის შორის შეხვედრა გაიმართა.