ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არაზუსტია საუბრები, თითქოს ეგვიპტე უარს ამბობს რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არაზუსტია საუბრები, თითქოს ეგვიპტე უარს ამბობს რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე

ეგვიპტე აცხადებს, რომ „არაზუსტი და არასათანადოა“ საუბრები, თითქოს ეგვიპტე უარს ამბობს რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე.

„რამდენადაც ჩვენ ეს გვეხება, რაფაჰის გამშვები პუნქტი ჩვენი მხრიდან ოფიციალურად ღიაა“, – აღნიშნა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ბიბისისთან“ საუბრისას.

მედიის ცნობით, ეგვიპიტის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა „საკუთარ ტერიტორიაზე ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების“ მნიშვნელობაზე.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეგვიპტეს არ სურს დიდი რაოდენობით პალესტინელი ლტოლვილების მიღება, ომის დაწყებამდეც კი, ჩვეულებრივ, დღეში მხოლოდ 400 ადამიანს შეეძლო საზღვრის კვეთა.