ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.

ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ სხვა დეტალები არ გახმაურებულა.

„ეს გაგრძელდება. ჩვენ ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომელიც ბევრ წესსა და რეგულაციას და სხვა მრავალ რამეს განსაზღვრავს. ის ძალიან ყოვლისმომცველია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.