ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა
ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ეგვიპტე თავისი დიდებული ხალხისა და ერთგული ადამიანების დახმარებით გახდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება“, – აღნიშნა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში 2017 წლის აპრილიდან მოქმედებდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ტანტისა და ალექსანდრიის ეკლესიებში ტერაქტები განხორციელდა. ბობის წირვის დროს მოწყობილ აფეთქებებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 45-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.