ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისი - ტრამპის გეგმა ღაზასთან დაკავშირებით ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი სწორი გზაა
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისი - ტრამპის გეგმა ღაზასთან დაკავშირებით ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი სწორი გზაა

ტრამპის გეგმა ღაზასთან დაკავშირებით ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი სწორი გზაა, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათაჰ ალ-სისი აცხადებს. ამ წუთებში ეგვიპტეში „ჰამასისა“ და ისრაელის მომლაპარაკებელთა გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე, ეგვიპტის პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა.

„მე მხოლოდ მადლიერება შემიძლია, გამოვხატო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ. ცეცხლის შეწყვეტა, პატიმრებისა და დაკავებულების დაბრუნება, ღაზის რეკონსტრუქცია და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის დაწყება, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნასა და აღიარებამდე მიგვიყვანს, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ“,- განაცხადა სისიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.