ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელი ისრაელში ჩავიდა, რათა ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან ერთად ღაზის სექტორის მომავალი განიხილოს

15:48, 21.10.2025

ღაზის სექტორის მომავლის განსახილველად ისრაელში ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელი ჩავიდა.

ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან რაშადი ისრაელში იმყოფება, რათა ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან ერთად ღაზის სექტორის მომავალი განიხილოს.

გავრცელებული ცნობით, რაშადი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სამსახურის, იმავე „შინ ბეთის“ ხელმძღვანელს, დავიდ ზინის.

ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს პრეზიდენტ ტრამპის გეგმის წინსვლა, ისრაელ-ეგვიპტის ურთიერთობები და ქვეყნებს შორის მშვიდობის განმტკიცება, ასევე სხვა რეგიონული საკითხები.

როგორც მოსალოდნელია, ჰასან რაშადი თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯარედ კუშნერს შეხვდება.

მსგავსი