ეგვიპტიდან ღაზაში სასწრაფო დახმარების დაახლოებით 80 მანქანა შედის, რათა დაჭრილ პალესტინელ პაციენტებს საჭირო დახმარება გაუწიონ
ეგვიპტიდან ღაზაში სასწრაფო დახმარების დაახლოებით 80 მანქანა შედის, რათა დაჭრილ პალესტინელ პაციენტებს საჭირო დახმარება გაუწიონ

ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზაში შედის სასწრაფო დახმარების დაახლოებით 80 მანქანა, რათა დაჭრილ პალესტინელ პაციენტებს საჭირო დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას ეგვიპტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი აწვდის.

მანამდე სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ გადასასვლელი უნდა გაიხსნას, რათა დაჭრილ 81 პალესტინელს ეგვიპტის საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

ღაზის ალ შიფას საავადმყოფოს დირექტორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტების უმეტესობას ქირურგიული ჩარევა სჭირდება საოპერაციო ოთახებში. ეს არის პროცედურა, რომელიც ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ანკლავში.