ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. დაშავებულია 80 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა.

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.