ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა. დაშავებულია 120 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა.

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს.