ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა
ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ქვეყნის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთით კალიუბიის პროვინციაში რელსებიდან გადავიდა.

მატარებელი ქალაქ ალ-მანსურიდან კაიროში მიდიოდა. რელსებიდან გადასვლის შემდეგ, შემადგენლობის ექვსი ვაგონი გადატრიალდა.

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარია ბოლოს მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ორი მატარებელი დაეჯახა.