ეგვიპტეში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 66 კი დაშავდა
ეგვიპტეში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 66 კი დაშავდა

ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 32 და დაშავებულია 66 ადამიანი.

სარკინიგზო კატასტროფა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სუჰაგის პროვინციაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა იმყოფება.

დაშავებული მგზავრების გამოყვანას მაშველებთან ერთად, მოხალისეებიც ცდილობენ.