ეგვიპტეში, რკინიგზის სადგურზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ეგვიპტის დედაქალა კაიროში, რკინიგზის სადგურზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
რამზესის რკინიგზის სადგურზე მატარებელი პლატფორმას შეეჯახა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა და ცეცხლი გაჩნდა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ შეჯახება გამიზნულად მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, შეჯახების დროს პლატფორმა ხალხით იყო სავსე, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ.
ეგვიპტეს რეგიონში ყველაზე ძველი სარკინიგზო ხაზები აქვს და ავარიები ხშირად ხდება.