ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 10 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში ორი მატარებლის შეჯახებისას სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 15-ს აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარკინიგზო კატასტროფა ბეჰეირას პროვინციაში მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები.