ეგვიპტეში ორი ისრაელელი ტურისტი მოკლეს
ეგვიპტეში ორი ისრაელელი ტურისტი მოკლეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ორი ისრაელელი ტურისტი და მათი ეგვიპტელი გიდი მოკლეს.

გარდა ამისა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ისრაელის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მედიის ცნობით, ისრაელელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი პოლიციელმა გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.

„დღეს, დილით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელელთა ჯგუფის ტურისტული ვიზიტის დროს ადგილობრივმა მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე და ადგილობრივი ეგვიპტელი გიდი დაიღუპა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის პირველი ასეთი თავდასხმა ისრაელელებზე ეგვიპტეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.