ეგვიპტეში ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა

18:57, 02.09.2026

ეგვიპტეში, სამხრეთ სინაში მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა 22, ხოლო დაშავდა 29 პირი. ინფორმაციას გამოცემა „სქაი ნიუსი“. ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კაიროდან ამანისკენ მიმავალი ავტობუსი ამობრუნდა, რის შედეგადაც 10 იორდანიელი გარდაიცვალა, უცნობია დაშავებულთა ზუსტი რიცხვი.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულები თავდაპირველად ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სანაის ნახევარკუნძული წითელ ზღვასთან მდებარეობს და ის ტურისტებში მაღალი ცნობადობით სარგებლობს.

მსგავსი