ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა
ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა

ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა.

ინფორმაციას Times of Israel-ი აქვეყნებს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ათობით ტანკი, რომელიც საზღვართან დგას.

როგორც მედია წერს, ეგვიპტეში შიშობენ, რომ ისრალისა და „ჰამასის“ ომის გამო ათიათასობით ლტოლვილი, შესაძლოა, ეგვიპტეში გადავიდეს.

ამ დრომდე საზღვარი ძირითადად დაკეტილი იყო და მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს ჰქონდათ ღაზაში გადასვლის უფლება.

Times of Israel-ი წერს, რომ 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, ეგვიპტეს შეზღუდული რაოდენობის ჯარები შეუძლია განათავსოს სინაის ნახევარკუნძულზე.