ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს 
ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს 

ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა, ქაიროს გარეუბანში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 2 ხელყუმბარა აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი სამართალდამცველი და ერთიც თავდამსხმელია.