ეგვიპტე კრისტის აუქციონის სახლს ტუტანხამონის ბიუსტის აუქციონის გაუქმებას სთხოვს
ეგვიპტე კრისტის აუქციონის სახლს ტუტანხამონის ბიუსტის აუქციონის გაუქმებას სთხოვს

ეგვიპტე კრისტის აუქციონის სახლს ტუტანხამონის ბიუსტის აუქციონის გაუქმებას სთხოვს.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამი ათასი წლის ბიუსტი შესაძლოა 1970-იან წლებში მოიპარეს სამარხიდან, ამიტომ მისი აუქციონზე გატანა არ შეიძლება.

ეგვიპტის საგარეო უწყების უკმაყოფილებას უკვე გამოეხმაურა კრისტის აუქციონის სახლი. მათი განმარტებით, აქამდე ბიუსტის გაყიდვასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ტუტანხამონის ბიუსტი აუქციონზე წარსულშიც გაუტანიათ და მისი არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი. ამასთან ერთად, კრისტის აუქციონის სახლმა უკანასკნელ 50 წელში ბიუსტის მფლობელების სია გაასაჯაროვა.

ახალგაზრდა ფარაონის ბიუსტი აუქციონზე დღეს, ლონდონში უნდა გაიტანონ. 28 სანტიმეტრის სიგრძის ბიუსტი ბოლოს 2016 წელს, სამ მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და აქამდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არტეფაქტის ფასი ოთხ მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბებს.