ეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „ვიტესი“ გასვლაზე „ეინდჰოვენი იუნგს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – ირაკლი ეგოიანმა მორიგი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა „ვიტესში“, რომელიც ნიდერლანდების პირველ დივიზიონში „ეინდჰოვენ იუნგს“ დაუზავდა 3:3.
29-ე ტურის შეხვედრაში საქართელოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი არნემის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე (8,1 ქულა) გახდა.
„ვიტესმა“ შესვენებამდე (32) უპირატესობა ბუტნერის გოლით გაზარდა, ხოლო საგოლე გადაცემა ისევ ეგოიანმა შეასრულა. „ეინდჰოვენმა“ ვან შუპენის (37, 69) დუბლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ჯანგამ (74) მასპინძლები წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი პენალტით ბუტნერმა (80) დააფიქსირა 3:3.
ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, არნემის „ვიტესს“ 27 ქულა აქვს ჩამორთმეული – გუნდი, რომელიც მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს მთავარ ლიგაში გრანდებს ებრძოდა, ბოლო ადგილზეა და რანგით მესამე ლიგაში დაქვეითების მთავარი კანდიდატია.