„ეფლმა“ სპეციალურად „აიპადისთვის“ განკუთვნილი ახალი საოპერაციო სისტემა წარმოადგინა

22:47, 03.06.2019

ეფლმა“ საკუთარი საოპერაციო სისტემის სრულიად ახალი, სპეციალურად „აიპადისთვის“ განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა.

პროგრამული უზრუნველყოფა, სახელად iPadOS, აიფონისთვის განკუთვნილი საოპერაციო სისტემის სპეციალური ვერსიაა.

„ეფლის“ ორი სხვადასხვა მოწყობილობა ამ დრომდე ერთი და იგივე საოპერაციო სისტემის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობდა. თუმცა, კომპანიის განცხადებით, დღეიდან ასე აღარ იქნება.

ახალი სისტემა სპეციალურად დიდ ეკრანზეა გათვლილი და „აიპადს“ მრავალ ახალ მახასიათებელს მოუტანს. მათ შორის არის ეკრანზე ერთი და იგივე აპლიკაციის ორი სხვადასხვა ვერსიის ქონა. მაგალითად, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აპლიკაციებს შორის გააზიარონ ორი დოკუმენტი.

მსგავსი